უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო
30-05-2015, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი წერს. სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ადასტურებს სოციალური ქსელით კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც.

 


"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიხო, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ", - წერს ლეშენკო "თვითერის" საკუთარ გვერდზე.

 

 

სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ მისი კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა.

 


უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვყენის მოქალაქეობას მოიპოვებს.

 


ამასთან, თუ პირს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სურს, მან საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი