„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკანასკნელი სამაშველო რგოლის გამოყენებას უწოდებს.
შალვა ნათელაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრს დებატებში იწვევს, რათა როგორც თავად აცხადებს, მიიღოს პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ გადააქცია საქართველო ივანიშვილმა საკუთარ ბიზნესკორპორაციად?
„საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. მე ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ გადააქცია საქართველო საკუთარ ბიზნესკორპორაციად? ძალიან კარგია, რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, რამდენად დროზე იქნება ის გადაცემული ეროვნულ-პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.