დავით უსუფაშვილი: „ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა ის რეალობა, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური კრახის პირასაა“
26-04-2018, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა დადასტურებაა იმისა, რომ მთავრობა და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული პარლამენტი ქვეყანას ვერ მართავს.

 


„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა ის რეალობა, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური კრახის პირასაა და გადაწყვიტა გადაედგა ის ბოლო ნაბიჯი, რაც მას შეეძლო გადაედგა, რასაც თავის დროზე ‘მეორედ მოსვლას’ უწოდებდა თავად. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ვინც დღემდე უძღვებოდა ქვეყანას, მთავრობას, პარლამენტს, სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ ვერ შეძლეს საქმის კეთება. ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, რომ სთხოვს თავის დამფუძნებელს, მოდი, გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერიო“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი