„მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი არც არასოდეს არ წასულა პოლიტიკიდან“, ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე ისევ გამოჩენა ცხადყოფს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი ხედავს, ქვეყანაში შექმნილ ძალიან ცუდ ვითარებას.
„ის აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, ის მართავდა ქვეყანას. მას უბრალოდ პასუხისმგებლობა არ ჰქონდა ამაზე აღებული. იყო დამალული. 2015 წელს თქვა, რომ მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ის მოვიდეს პოლიტიკაში და მოვა პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იქნება ძალიან ცუდი ვითარება, თუ ხელისუფლება გავა თამაშიდან, როგორც ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში. ე.ი. ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება არის ნამდვილად ძალიან ცუდი. ოღონდ ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი,“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.