აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
26-04-2018, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღომში ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი მებრძოლების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიაგო პატივი. ლევან იზორიამ პირადად მიუსამძიმრა დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს და განაცხადა, რომ ქართველი გმირების ღვაწლი ფასდაუდებელია.

 

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 18 სამხედრო მოსამსახურისა და 4 სამოქალაქო პირის იდენტიფიკაციას რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

 


დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დაღუპული მოქალაქეების ნაწილი ოჯახების სურვილის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გადაასვენეს.

 

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა, მას შემდეგ 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 148 ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი