ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს 13 ივლისს ეწვევა. ეს არ იქნება სრული დატვირთვით სახელმწიფო ვიზიტი, როგორც ტრამპი პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის გასული წლის იანვარში თეთრ სახლში ვიზიტისას შეჰპირდა, მაგრამ როგორც BBC იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტად მიწვევა ჯერ კიდევ ძალაშია.
ტრამპი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს მეისთან, განაცხადა დაუნინგ სთრითმა და დაამატა, რომ დამატებით დეტალები ვიზიტის მომზადების პროცესში გაჟღერდება.
დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტს ემთხვევა, რომელსაც ტრამპი მოელიან, რომ ლონდონში ჩასვლის წინა დღეს დაესწრება.
ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტი გასული წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ის გააუქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.