შეერთებული შტატების სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა.
ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ დიპლომატს მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 იყო.
„დემოკრატებმა“ პომპეოს ბრალი საომარ რიტორიკაში და ანტი-მუსულმანური და ჰომოფობიური შეხედულებების მხარდაჭერაში დასდეს.
მისი წინამორბედი, რექს ტილერსონი, პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ თვეს „თვითერის“ მეშვეობით გაათავისუფლა.
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა, რომლებიც კონგრესის ზედა პალატას აკონტროლებენ, პომპეოს მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. მათ ექვსი „დემოკრატიც“ შეუერთდა.

(პომპეო აპრილის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო ვიზიტად იმყოფებოდა და ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა)
სახელმწიფო მდივნის რანგში პომპეოს პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში ამ შაბათ-კვირას შედგება, სადაც იგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების დელეგაციას უხელმძღვანელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.