კიმ ჩენ ინი, მას შემდეგ რაც 1953 წელს კორეის ომი დასრულდა, ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელმაც სამხრეთ კორეის ტერიტორია გადაკვეთა.
პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე მას საზღვართან პირადად დახვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი. ლიდერები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ, ისაუბრეს, რის შემდეგაც კიმმა, სანამ შეხვედრის ადგილისკენ გაემართებოდნენ, მის სამხრეთკორეელ კოლეგას სთხოვა მასაც გადაეკვეთა საზღვარი, რის შემდეგაც ხელი ჩასჭიდა მას, საზღვარი გადააკვეთინა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მუნთან ერთად გამოემართა.
ისტორიული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, რომლის შემდგომ განვითარებაზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოულოდნელად უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „მისია შესრულებულია“ და ახლა პარტიის და ხელმძღვანელობის მთავარ საზრუნავად ეკონომიკის განვითარება უნდა იქცეს.
მრავალწლიანი დაძაბულობის ფონზე დღევანდელ შეხვედრას ისტორიულად განიხილავენ, თუმცა სეულმა ხუთშაბათს გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ფხენიანის მხრიდან მის ბირთვულ იარაღზე უარის საბოლოოდ თქმა და შეთანხმების მიღწევა „რთული“ იქნება, რადგანაც მხარეებს შორის ბოლოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა.
„რთული ნაწილია ის, თუ რა დონეზე შეძლებს ორი ლიდერი ბირთვული განიარაღების სურვილთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას“, განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
მუნი კიმს და მისი დელეგაციის 9 ოფიციალურ პირს საზღვარზე ხვდება. სამხრეთ კორეის საპატიო ყარაული ამის შემდეგ მიღების ცერემონიაზე მიაცილებს ლიდერებს პლაზა პანმუნჯომთან, სამხედრო კომპლექსში - ორი ქვეყნის დემილიტარიზებულ ზონაში.
მუნსა და კიმს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები პანმუნჯომის „მშვიდობის სახლში“ ადგილობრივი დროით დილის 10:30 საათზე იწყება.
პირველი სესიის შემდეგ ლიდერები თავიანთ დელეგაციებთან ერთად დაცილდებიან ერთმანეთს და ცალ-ცალკე ექნებათ ლანჩი. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ლანჩზე საზღვრის თავიანთ მხარეს გადავა.
შუადღის ცერემონიაზე მუნი და კიმი მარადმწვანე წიწვოვან ხეს დარგავენ და ამ პროცესში ორივე ქვეყნის მიწას და წყალს გამოიყენებენ, რითაც „მშვიდობისა და კეთილდღეობის“ სიმბოლიზებას მოახდენენ.
ხის დარგვის შემდეგ, ისინი ერთად მივლენ ფეხით პანმუნჯომში, სადაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება.
სამიტი ლიდერების შეთანხმებაზე ხელმოწერით და ერთობლივი განცხადებების გაკეთებით დასრულდება. ბანკეტი კი სამხრეთ კორეის მხარეს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.