კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, მას შემდეგ რაც კიმმა, პირველმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა 1953 წლის კორეული ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა, სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონაში, ფხანმუნჯომში მოლაპარაკებები გამართეს.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, პირველი რაუნდისას კიმ ჩენ ინმა დაპირისპირების დასრულების მოწოდება გააკეთა, ხოლო მუნ ჩჟე ინმა ქვეყნებს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების წინადადება წარმოადგინა.
შეხვედრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი გამოხატა.
მუნ ჩჟე ინმა თავის კოლეგას „ჩვენი თავმჯდომარე კიმი“ უწოდა და განაცხადა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა მსოფლიო მშვიდობის სიმბოლო გახდა.
მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შესთავაზა უფრო ხშირად გამართონ შეხვედრები. „მოდით, ავაშენოთ სასურველი კარგი მსოფლიო“, თქვა კიმმა, როგორც ამას სამხრეთ კორეის მედია იუწყება. ამასთან, კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულზე კონფრონტაციის დასრულებისაკენ მოწოდებაც გააკეთა.
მუნ ჩჟე ინმა თავის მხრივ მის ჩრდილოკორეელ კოლეგას თავისი სურვილის შესახებ უთხრა, კორეელებისთვის წმინდა მთას, პეკტუსანს ეწვიოს, რომელიც ჩინეთის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა, მუნმა შესთავაზა კიმ ჩენ ინს, რომ სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკინიგზო ხაზები შეერთდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ჩქაროსნული მატარებლები დაიწყებენ მოძრაობას.
ისტორიული მოლაპარაკებები კი ძირითადად მაინც ფოკუსირებული იქნება ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, რომლის შემდგომ განვითარებაზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოულოდნელად უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „მისია შესრულებულია“ და ახლა პარტიის და ხელმძღვანელობის მთავარ საზრუნავად ეკონომიკის განვითარება უნდა იქცეს.
მრავალწლიანი დაძაბულობის ფონზე დღევანდელ შეხვედრას ისტორიულად განიხილავენ, თუმცა სეულმა ხუთშაბათს გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ფხენიანის მხრიდან მის ბირთვულ იარაღზე უარის საბოლოოდ თქმა და შეთანხმების მიღწევა „რთული“ იქნება, რადგანაც მხარეებს შორის ბოლოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა.
„რთული ნაწილია ის, თუ რა დონეზე შეძლებს ორი ლიდერი ბირთვული განიარაღების სურვილთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას“, განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
მუნი კიმს და მისი დელეგაციის 9 ოფიციალურ პირს საზღვარზე დახვდა. სამხრეთ კორეის საპატიო ყარაულმა ამის შემდეგ მიღების ცერემონიაზე მიაცილა ლიდერები პლაზა ფხანმუნჯომთან, სამხედრო კომპლექსში - ორი ქვეყნის დემილიტარიზებულ ზონაში.
მუნსა და კიმს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ფხანმუნჯომის „მშვიდობის სახლში“ ადგილობრივი დროით დილის 10:30 საათზე დაიწყო.
პირველი სესიის შემდეგ ლიდერები თავიანთ დელეგაციებთან ერთად დაცილდებიან ერთმანეთს და ცალ-ცალკე ექნებათ ლანჩი. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ლანჩზე საზღვრის თავიანთ მხარეს გადავა.
შუადღის ცერემონიაზე მუნი და კიმი მარადმწვანე წიწვოვან ხეს დარგავენ და ამ პროცესში ორივე ქვეყნის მიწას და წყალს გამოიყენებენ, რითაც „მშვიდობისა და კეთილდღეობის“ სიმბოლიზებას მოახდენენ.
ხის დარგვის შემდეგ, ისინი ერთად მივლენ ფეხით პანმუნჯომში, სადაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება.
სამიტი ლიდერების შეთანხმებაზე ხელმოწერით და ერთობლივი განცხადებების გაკეთებით დასრულდება. ბანკეტი კი სამხრეთ კორეის მხარეს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.