ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ნატოს მედლებით დაჯილდოვდა.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვისთვის ნატოს მედლები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იოჰან ლანგენეგერმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბრაიან კეიტ ოლეტმა და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გადასცეს.

ცერემონიალს საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშიდობო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს.

ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.