პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდება, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. რა რაოდენობა დარჩება, ვინ იქნება, ამას უახლოეს მომავალში, ძალიან მალე გაიგებთ თქვენც და საზოგადოებაც", განუცხადა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს.
შეკითხვაზე, დარჩება თუ არა თავად პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე, კალაძე პასუხობს, რომ დარჩება.
თბილისის მერი ასევე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს.
„არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს. შეიძლება გარკვეულ ძალებს სურვილი ჰქონდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, გუნდში იყოს კრიზისი, თუმცა, მე რამოდენიმე კვირის წინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უმრავლესობის დაშლა არ არსებობს", განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.