„ქართული ოცნება“ ოცნების ხასიათზე აღარ არის, ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ყველა დიდი სიმპათიით შეეგებება. დიდი ხნით, მე მგონი ძნელი გასაძლებია ის საქმიანობა, რომელიც შენთვის უცხოა", განაცხადა ცისკარიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის შეთავაზებას დათანხმდა, გუშინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.