წყალტუბოში კინო-მუსიკის საღამო გაიმართა
27-04-2018, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბო ტურისტული სეზონისთვის ემზადება - ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანაქალაქელებსა და წყალტუბოს სტუმრებს მუსიკალური სიურპრიზი მოუწყო.

 

 

პირველად მწვანე ქალაქში, განახლებულ სიყვარულის ხიდთან კინო-მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტზე გააჟღერდა კომპოზიტორ ზაზა კილასონის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც უკვე პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 


„პირველი ნაბიჯი წყალტუბოს ცენტრალური პარკის გალამაზებისა და გაცოცხლების მხრივ უკვე გადავდგით, მიხარია, რომ სიყვარულის ხიდთან განთავდა სიყვარულის სკამი, გვაქვს ბევრი საინტერესო იდეა, ჩანაფიქრი, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში განვახორციელებთ, კონცერტების გამართვასთან ერთად გვინდა შესაბამისად მოვაწესრიგოთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ იმ ადგილებს, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარდება, ვფიქრობ ეს შეუქმნის პოზიტურ განწყობას როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე წყალტუბოში ჩამოსულ დამსვენებლებსა და ტურისტებს", განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რიმა მარგიანმა.

 

 

მანვე, თანადგომისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა მოახსენა ა(ა)იპების - კეთილმოწყობის, დასუფთავების, კულტურისა და ტურიზმის ცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, სასტუმრო „პრომეთეს’’ მენეჯერსა და ადმინისტრაციას.

 


კინო-მუსიკის საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდენენ.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი