ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილმაც კი, არასოდეს არ უნდა თქვას არასოდეს
27-04-2018, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას იწონებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის ეს ნაბიჯი ქვეყანას პოზიტიურად წაადგება.

 

 

„ძალიან ნასიამოვნები ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ბატონმა ბიძინამ მიიღო და ვფიქრობ, რომ ეს წაადგება ქვეყანას ძალიან კარგად, პოზიტიურად იმიტომ, რომ ასეთი გამჭრიახი და გონიერი კაცის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ვფიქრობ, რომ პოზიტიური იქნება მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის", განაცხადა ზვიად ძიძიგურმა, რომლის აზრითაც, ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებდა, ნიშნავს იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს არ უნდა თქვას არასოდეს".

 

 

„რაც შეეხება მეორედ მოსვლას და ა.შ. საკითხს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ განიხილავდა და წასვლის დროს არ აპირებდა, დავუშვათ, უკან დაბრუნებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უდაო ჭეშმარიტებას, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი, არასოდეს არ უნდა თქვას არასოდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკაში არასოდეს თქმა ეს არის პირობითი ნათქვამი და არა ფუნდამენტური. ფეხბურთის გუნდს, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, ყოველთვის სჭირდება განახლება, სჭირდება ახალი სახეებიც და ძველი გამოცდილებაც და ოპტიმალურად უნდა იყოს ეს შეზავებული და დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი