დუშეთში, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხანდოს ხეობაში ინფრასტრუქტურული ღინისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა მოინახულა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხანდოს ხეობაში წითლიანების დასახლების წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„აშენდა სათავე ნაგებობა და თვითდენითი წყალსადენი. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება 120- მდე ოჯახი.
წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გარდა, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები: ხანდოს ხევზე იწმინდება სტიქიით დაზიანებული კალაპოტი, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის მონკვეთის ადგილ-ადგილ მოხრეშვა, გასწორება და დატკეპნა. სოფელ წინამხარში მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია", ნათქვამია დუშეთის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.