თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად, ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ ცენტრში იმყოფებოდა.
მერმა ცენტრში არსებული ტექნიკა დაათვალიერა. ბონდო სოფრომაძე ასევე სამსახურის სამუშაო პროცესს გაეცნო და ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს არსებული ვითარების, პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ გაესაუბრა.

სამსახურში დასაწყობებულია ნარჩენების ახალი 50 პლასტმასის ურნა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძველ ურნებს ჩაანაცვლებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე, დაათვალიერეს თბილისის მერიის მიერ გადმოცემული ძელსკამები, რომელიც შეკეთებისა და განახლების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება.
ინფორმაციასა და ფოტომასალას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.