დუშეთში, ჯუთა-როშკის გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
27-04-2018, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, ჯუთა-როშკის გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი სოფლების- როშკის, ღელისვაკის, ბლოსა და ბარისახოს მოსახლეობა იყო, რომელთაც აღნიშნული თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.

 


საჯარო განხილვაზე, დაინტერესებული მოსახლეობა დეტალურად გაეცნო ახალი საავტომობილო გზის პროექტს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ინფორმაცია უშუალოდ პროექტანტი კომპანიის - „IGH Georgia’’-ს წარმომადგენლებისაგან მიეღო.

 

 

კომპანიამ წარმოადგინა პროექტის განახლებული ვერსია, რომელშიც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები.

 

 

პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობსა და ქედზე გაივლის, რომელიც აბსოლუტურად უწყლოა, მზიანი და ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის პერიოდშიც.

 


შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ დუშთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური, აგრეთვე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს და დარწმუნდნენ, რომ პროექტი მათთვის აბსოლუტურად მისაღებია.

 


ჯუთა–როშკის საავტომობილო გზის მშენებლობა ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი