წყალტუბოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის აქცია - „არა თამბაქოს“ გაიმართა. ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ქალაქის პირველი, სოფელ გუბისწყლისა და ბანოჯის სკოლების მოსწავლეებმა მოაწყვეს ფლეშმობები, სპორტული აქტივობები, განიხილეს თამბაქოს მავნებლობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის თემები, სამხატვრო სკოლამ წარმოადგინა თემატური ნამუშევრები.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვებით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, ბანოჯის სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა, ფილოლოგმა ოქროპირ სვანიძემ.
აქციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს, მათ შორის ეს ეხება ელექტრონულ სიგარეტს და ჩილიმს.
ინფორმაციას და ფოტომასალას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.