დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა რუსეთის დიპლომების აღიარებაზე
28-04-2018, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა რუსეთის საგანმანათლებლო დიპლომების აღიარებაზე, ლონდონი თავისი ქმედებებით ქვეყანაში განათლების სფეროს აზიანებს, განუცხადა რუსეთის დიპლომატიურ მისიის წარმომადგენელმა „რია ნოვოსტის“.

 


უფრო ადრე, ბრიტანული მედია წერდა, რომ გაერთიანებული სამეფოს კერძო სკოლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან სტუდენტების რაოდენობა თითქმის 40 პროცენტით შემცირდა.

 


„სკოლების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ციფრები, უდავოა, ყურადღებას იმსახურებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებისა და ანტირუსული კამპანიის ფონზე, ბრიტანული კერძო საგანმანათლებლო სფერო რუსებისთვის თავის მიმზიდველობას კარგავს“, განაცხადა დიპლომატმა და შენიშნა, რომ ბავშვებს რუსეთიდან ბრიტანეთში „არამეგობრულ გარემოში“ მოხვედრის ეშინიათ.

 


ამაზე, რგორც ეს საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ბრიტანეთმა, ევროპის სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებისაგან განსხვავებით, დაბლოკა მოსკოვთან შეთანხმების დადება, რაც განათლების დოკუმენტების - დიპლომების ორმხრივ აღიარებას ითვალისწინებდა.

 


„ეს, სწავლების ადგილის არჩევისას, რუსული ოჯახებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

 


რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გასული თვის დასაწყისში გამწვავდა, რაც ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, ბრიტანეთის მოქალაქის, სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულია სკრიპალის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება. ლონდონმა აღნიშნულ ქმედებაში ბრალი მოსკოვს დასდო, ამ უკანასკნელმა კი საქმეში რაიმე ფორმით ჩართულობა კატეგორიულად უარყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი