ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის მე-3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ვანელები და ხონელები დღეს წითელ ბარათს აჩვენებენ ხელისუფლებას", აცხადებს უგულავა და განაგრძობს: „ქართული ოცნება“ დღეს აქ დამარცხდება, ვინაიდან მან მოატყუა პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, რეგიონის მოსახლეობა. დღევანდელი წითელი ბარათი იქნება იმის შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, ეს დაპირებები შეასრულოს“.
№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.