გიგი უგულავა: საარჩევნო ბანერს მიადგნენ და ჩემი სახე ამოჭრეს, ახლა მივდივარ იქ, თავი უნდა გავყო და ბავშვების გასართობი გავაკეთო
28-04-2018, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს, აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„ხონში არჩევნები დარღვევებით დაიწყო. სოფელ კონტუათთან ევროპული საქართველოს კანდიდატის, გიგი უგულავას, პლაკატი დააზიანეს და ჩამოხიეს", აღნიშნულია ინფორმაციაში.

 


მომხდარს თავად გიგი უგულავაც გამოეხმაურა.

 

 

„მეტ-ნაკლები სიწყნარით მიდიოდა წინასაარჩევნო პერიოდი, მაგრამ ვანში, განსაკუთრებით ყოველ ღამეს, როდესაც პლაკატები ჩამოხეული გვხვდებოდა, რატომღაც მერი ღამის ეკონომიკას ავითარებდა, ბატონი გოგორიშვილი, რაც ჩემს პლაკატების ხევაში გამოიხატა. იმ დღეს, თურმე ვანში უცბად ქარი ამოვარდა და მხოლოდ ჩემი პლაკატები მოხია და ჭიჭინაძის დატოვა....

 

 

საარჩევნო ბანერს მიადგნენ და ჩემი სახე ამოჭრეს, ახლა მივდივარ იქ, თავი უნდა გავყო და ბავშვების გასართობი გავაკეთო", განაცხადა უგულავამ და დასძინა: „ქართული ოცნება” ებრძოლოს პლაკატებს, ბანერებს, ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას, სიღარიბეს".

 

 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

„მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება. შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, განუცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელს შსს-ში.

 

 

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

 

 

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

 

 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი