„ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათებისა და განცხადებების გარეშე“, აღნიშნული განცხადება ხონის და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ გააკეთა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა თავისი წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ გეგმები რაც გვქონდა, იმ გეგმების განხორციელებას გავაგრძელებთ. მესამე წელია, ვმუშაობ აქ, გუბერნატორი გავხდი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს", განაცხადა ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.