საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ათონის წმინდა მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს უმასპინძლეს. არქიმანდრიტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გადასცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ხატი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის ტაძარს გადაეცა. ლევან იზორიამ სტუმარი თავდაცვის სამინისტროს სახელით წმინდა გიორგის ხატით დაასაჩუქრა.
არქიმანდრიტი ეფრემი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ათონის წმინდა მთაზე არსებულ ვითარებაზე, ქართველი ბერების მოღვაწეობასა და მათ ღვაწლზე ესაუბრა. მან საქართველოს შეიარაღებული ძალები დალოცა და სულიერი სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი კაპელანი, დეკანოზი დავითი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, არქიმანდრიტმა ეფრემმა ლევან იზორიასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარი მოინახულა.
ვატოპედიის მამათა მონასტრის წინამძღვარი საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით, თანმხლებ პირებთან ერთად, საქართველოს 26 აპრილს ეწვია. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ის მღვდელმთავრებსა და ბერ-მონაზვნებთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და სასულიერო აკადემიის სტუდენტებთან გამართავს შეხვედრებს. არქიმანდრიტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკვე შეხვდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.