მესტიას სახელგანთქმული ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი ეწვია
28-04-2018, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტს რაინჰოლდ მესნერი სტუმრობს.

 

 

მესტიის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სახელგანთქმული ალპინისტი სვანეთს საქმიან ვიზიტად ეწვია.

 

 

ალპინიზმის ცოცხალი ლეგენდა მესტიის მუნიციპალიტეტს მეორედ სტუმრობს. საპატიო სტუმარს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ჰაწვალის“ სათხილამურო კურორტზე, მესტიის საკრებულოს თავმჯდრომარის მოადგილესთან, ზაურ ჩართოლანთან, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან და ანსამბლ „რიჰოს“ წევრებთან ერთად უმასპინძლა.

 

 

 

 


„რაინჰოლდ მესნერმა სამომავლოდ დაგეგმილი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და რაც კურორტ „ჰაწვალზე“ „კავკასიონის მთის ცენტრის“ აშენებას გულისხმობს, სადაც განსაკუთრებული ადგილი ქართული ალპინიზმის ლეგენდებს დაეთმობა.

 

 

 

 

 

მუზეუმის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. მესნერი ასევე გეგმავს რეალურ ამბავზე დაფუძვნებული მხატვრული ფილმის გადაღებას მწვერვალ უშბაზე.

 

 

 

 

 


რაინჰოლდ მესნერი არის პირველი ალპინისტი, რომელიც მსოფლიოს ყველა, თოთხმეტივე რვაათასიან მწვერვალზე ავიდა. მათგან, რამდენიმე მარშრუტი დღემდე ალპინიზმის მასტერ-კლასად მიიჩნევა: მსოფლიოს უმაღლესს მწვერვალ ევერესტზე, 1978 წლის ასვლა ჟანგბადის გარეშე;

 

 

იმავე წელს, 8162 მეტრიანი - ნანგა პარბატის „დაპყრობა“, მარტო, მხოლოდ 15-კილოგრამიანი ზურგჩანთის ამარა და ორი წლის შემდეგ, ლეგენდარული სოლო ევერესტზე, მუსონების სეზონზე, ასევე, სრულიად მარტო, ჟანგბადისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე", ნათქვამია მესტიის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი