ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი - 50 წლამდე ქალი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.