ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა.
როგორც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის არჩევნებზე სულ 19 789 ამომრჩეველი მივიდა.
ვანისა და ხონის #54 მაჟორიტარულ ოლქში სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე სულ 6 კანდიდატია, მათგან 5 პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.
ხონისა და ვანის გაერთიანებულ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ ტარდება, რაც ამ ოლქიდან 2016 წელს არჩეულმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადანაცვლების გამო გასულ წელს პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.