ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
28-04-2018, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხრაძემ და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა სოფლებშ - დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

 

 

აღნიშნულ სოფლებში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" 25,5 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

 

 

“ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას საქართველოს მასშტაბით სოფლების გაზიფიცირებისათვის. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის ენერგომატარებლებზე ხელმისავწვდომობა, ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებირვი აირის მოხმარების საშუალება მიეცა 300 ათასამდე ოჯახს. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობაც აქტიურად ჩაერთო გაზიფიცირების პროცესში და დღემდე საქართელოს მასშტაბით, რეგიონებში, გაზიფიცირების სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფიილა 130 მილიონ ლარზე მეტი", განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

 

 

დღეის მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში აშენებულია 1890 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი, რამაც 40 ათასამდე ოჯახს მისცა ბუნებრივი აირის მოხმარების საშუალება.

 

 

2014 წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25-ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი