თბილისში, სასტუმრო იოტაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტურისტული ფორუმი გაიმართა, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილიც ესწრებოდა.
გარდაბნის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორუმის მიზანია, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე; ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის; ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება და არსებულის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება.
„ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონს ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი გააჩნია. გარდა ისტორიული და საკულტო ღირსშესანიშნაობებისა, ქვემო ქართლის ბუნებრივი პირობები გვაძლევს შესაძლებლობას აგრო, რეკრეაციული, ეკო, ველო, სამთო, სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის ტურიზმი განვავითაროთ. არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ხელშეწყობით, ქვემო ქართლში, აღნიშნული მიმართულებები კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, ქვემო ქართლის მხარის შესახებ და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით თემატური დისკუსია მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.