„ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. ეს შედეგებზეც დადებითად აისახება, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხონსა და ვანში, გივი ჭიჭინაძე დამაჯერებლად იმარჯვებს.
„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ჩვენი მონაცემებით ის დამაჯერებლად იმარჯვებს. უნდა გავაფორმოთ ის გამარჯვება, რომელსაც ღირსეულად აღწევს ჩვენი ღირსეული კანდიდატი“, აცხადებს მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე გამოეხმაურა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოში" გაკეთებულ განცხადებას.
„იმ ქცევას, რომელსაც კეთილსინდისიერად ახორციელებს „ქართული ოცნება” დიდი გაღიზიანება მოჰყვა, რადგან ოპონენტებს სალაპარაკოც არაფერი აქვთ. ისინი გადავიდნენ ფაქტების გამოგონებაზე და მის ტირაჟირებაზე“, აღნიშნა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.