ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა
28-04-2018, 20:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დღეს შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ზუსტად 20:00 საათზე 60-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ცნობით, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

 

 

აღნიშნულ ოლქში ერთმანეთი მთავარი კონკურენტები არიან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

 

 

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კი სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

 

 

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა

 


17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი

 


21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი

 


23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე

 


41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე

 


42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

 


ხონისა და ვანის გაერთიანებულ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ ტარდება, რაც ამ ოლქიდან 2016 წელს არჩეულმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადანაცვლების გამო გასულ წელს პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი