საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვანსა და ხონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
„ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ჩვენი მონაცემებით, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ჩვენი პარტიის კანდიდატმა. გივი ჭიჭინაძის ხმები 50%-ს მნიშვნელოვნად აღემატება. ახლა ველოდებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგს“, განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.