ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86%, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ კი, 38.38% მიიღო
29-04-2018, 02:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 60-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით წარუდგინა შედეგები.

 

 

„დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. საუბნო შემაჯამებელი ოქმების განთავსება შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო და ასევე პერიოდულად ქვეყნდებოდა დათვლილი უბნების შესაბამისად კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები. დათვლილია 60-ვე უბნის შედეგი და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge", განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13 731-მა ქალმა (49.31%) და 14115-მა კაცმა (50.69%) ამომრჩეველმა.

 

 

„როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა საჩივრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის დამატებით ახალი მონაცემი საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია", აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

 

 

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

№2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%)

 

 

№17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)

 

 

№21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)

 

 

№23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)

 

 

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%)

 

 

№42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი