ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ დამარცხებულმა დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მთელ რიგ სოფლებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დამარცხდა ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული“.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ ვინც მხარი დამიჭირა, მენდო და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, სადაც არის დასაქმებული გამგეობის, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, მათი ნათესავები, ძირითადად, ამათ ხარჯზე ახდენს „ქართული ოცნება“ უკვე მერამდენე წელია, არჩევნებში მანიპულირებას“, განაცხადა უგულავამ და პირობა დადო, რომ გამარჯვებული კანდიდატი გივი ჭიჭინაძე „არ იჯდება აქ პენსიაზე“.
„ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე, ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება აქ პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა“, აღნიშნა გიგი უგულავამ.
№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
№2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%)
№17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)
№21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)
№23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)
№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%)
№42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)
ხონისა და ვანის გაერთიანებულ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქიდან 2016 წელს არჩეულმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადანაცვლების გამო გასულ წელს პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.