გივი ჭიჭინაძე: „ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო ჩვენი ქვეყნის პარლამენტში“
29-04-2018, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ გამარჯვებულმა კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“.

 


„ვიცი, რომ რაღაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო ჩვენი ქვეყნის პარლამენტში და დიდი მადლობა პირველ რიგში ყველა ამომრჩეველს, ვინც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი“, განაცხადა გივი ჭიჭინაძემ და დაამატა:

 


„ძალზე მშვიდ გარემოში ჩაიარა წინასაარჩევნო პერიოდმაც და არჩევნებმაც და მე მგონი არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“.

 

 

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

№2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%)

 

 

№17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)

 

 

№21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)

 

 

№23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)

 

 

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%)

 

 

№42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)

 

 

ხონისა და ვანის გაერთიანებულ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქიდან 2016 წელს არჩეულმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადანაცვლების გამო გასულ წელს პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი