სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ნულოვან შედეგს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი „ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი არავინ არ არის!“
„დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0!
მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში!
არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე.... შეიძლებ კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ, რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით...... აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორტსმენს, დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!“ წერს ზურაბ ზვიადაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.