გია ნოდიას განცხადებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით „სისუსტე გამოიჩინა“, რადგანაც „მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე“
29-04-2018, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით „სისუსტე გამოიჩინა“, რადგანაც „მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და რიგითი მოქალაქის თვალში კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე“, რაც მისთვის „მომგებიანი“ არ იქნება.

 


„ბიძინა ივანიშვილის „დაბრუნება“ პოლიტიკაში არის, უპირველეს ყოვლისა, მარცხის აღიარება. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მმართველობის ის მოდელი, რაც მან საკუთარ პარტიას და ხალხს შესთავაზა: სახელმწიფოზე კონტროლის შენარჩუნება მიმდინარე მმართველობის მენეჯერებზე გადაბარებით - არაეფექტური ყოფილა. მან გამოიწვია შიდა დაპირისპირებები, რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მისი ღიად ჩართვა გახდა საჭირო.

 


„რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმის ირიბ აღიარებასაც, რომ „არაფორმალური მმართველობის“ ბრალდებები აქამდეც მართალი იყო. ფაქტიურად, ხდება არაფორმალური მმართველობის ერთი მოდელის შეცვლა მეორით, თუმცა შედარებით უფრო გამჭვირვალით. პრემიერი ისევ არ არის ნამდვილი პრემიერი, ის უბრალო მენეჯერია, ქვეყანას პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობს. ეს ადრეც ვიცოდით, ახლა ეს უფრო თვალსაჩინო ხდება.

 


„მოკლევადიან პერსპექტივაში, ივანიშვილმა შიდა დაპირისპირებები შეიძლება დაარეგულიროს. მაგრამ საბოლოოდ, მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და რიგითი მოქალაქის თვალში კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს არა მგონია მისთვის მომგებიანი იყოს. გამოდის, რომ სისუსტე გამოიჩინა“, აცხადებს გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი