ნიგერიის პრეზიდენტი პირველი აფრიკელი ლიდერი იქნება, რომელსაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი მიიღებს
30-04-2018, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ვაშინგტონში გაემგზავრება და თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. იგი პირველი აფრიკელი ლიდერი იქნება, რომელსაც ტრამპი მიიღებს.

 


მოელიან, რომ ლიდერები საერთო ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებზე იმსჯელებენ, მაგრამ, როგორც BBC წერს, ბევრი ამ მოლაპარაკებებს ახლოდან დააკვირდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა, გავრცელებული ცნობით, აფრიკული სახელმწიფოების აღწერისას სიტყვა „ბანძი“ იხმარა. (2018 წლის 11 იანვარს, მაშინ როცა ოვალურ ოფისში ჰაიტიდან, ელ სალვადორიდან და აფრიკული ქვეყნებიდან იმიგრაციის დაცვაზე განხილვები მიმდინარეობდა, the Washington Post -ის თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა, კონგრესმენების თანდასწრებით შენიშნა: „რად გვინდა, ეს ხალხი ჩამოვიდეს აქ, ამ ბანძი ქვეყნებიდან?“ მან შესთავაზა დამსწრეებს, რომ ამერიკამ უფრო მეტი ემიგრანტი უნდა შეუშვას ნორვეგიიდან).

 


მძაფრი კრიტიციზმის შემდეგ ტრამპმა უარყო, რომ რასისტია და აღნიშნულთან დაკავშირებით შემდგომი კომენტარი არ გაუკეთებია.

 


ბუჰარის ვიზიტი აშშ-ში იმ ფონზე შედგება, როცა იგი შინ უსაფრთხოების არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა „ბოკო ჰარამის“ ჯიჰადისტების 9 წლის განმავლობაში მიმდინარე ამბოხება და მზარდი სახიფათო მდგომარეობა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

 


ვაშინგტონში ტრამპი და ბუჰარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანაშმრომლობის გაღრმავების საკითხებზეც იმსჯელებენ.

 


ბუჰარი, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ აპირებს მონაწილეობას, ასევე ხაზს გაუსვამს, რომ დემოკრატიის ერთგულია, მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია კორუფციაშია ჩაფლული და პრეზიდენტის მმართველობა არაეფექტურია.

 


მოლაპარაკებების შემდეგ ნიგერიის ლიდერი სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მისი მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები კი აშშ-ის მთავარი სატრანსპორტო კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებთან სამომავლო პროექტებს განიხილავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი