შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრწანისში ორი მოქალაქის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 29 აპრილს, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.
შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა.
შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.