სულ მცირე 25 ადამიანია მოკლული, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი, 15-წუთიანი ინტერვალით მომხდარი აფეთქების შედეგად.
AFP-ის განცხადებით, დაღუპულია მისი ფოტოგრაფი შაჰ მარაი.
BBC-ის ცნობით, პირველი აფეთქება მოტოციკლიანმა თავდამსხმელმა განახორციელა, ხოლო 15 წუთის მოგვიანებით კი, როცა აფეთქების ადგილას ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები შეიკრიბნენ, მეორე აფეთქებაც მოხდა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ თავდასხმა მან განახორციელა.
„ბომბით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თავი ჟურნალისტად შენიღბა და საკუთარი თავი ადამიანების ჯგუფში აიფეთქა“, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, როგორც ამას AFP იტყობინება.
დაღუპულთა შორისაა 8 ჟურნალისტი და 4 პოლიციელი, განუცხადა BBC-ის ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, ნაჯიბ დანიშმა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაზიანებები აქვს მიღებული 45 ადამიანს.
AFP-ის ცნობით, მისი ფოტოგრაფის გარდა, დაღუპულია 1TV-ის 2 ჟურნალისტი, „ტოლო ნიუსის“ ერთი და „ჯაჰან TV-ის ერთი ჟურნალისტი.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მისი ახალი ამბების პორტალით, „ამაყით“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე სადაზვერვო სამსახურების შტაბ-ბინები იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.