სირიაში სარაკეტო დარტყმებისას „ათეულობით მოკლულ მებრძოლთა შორის უმრავლესობა ირანელია“
30-04-2018, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილოეთ სირიაში კვირა ღამით რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, იტყობინება BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დაუდასტურებელი ცნობებით, ათეულობით ადამიანია დაღუპული.

 


სირიის სამხედრო ძალების განცხადებით, სამხედრო ობიექტებზე დარტყმები ჰამასა და ალეპოს პროვინციებში განხორციელდა, თუმცა უწყებას მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დიდ ბრიტანეთში ბაზირებული მონიტორინგის ჯგუფის ცნობით კი, მოკლულია 26 პრო-სამთავრობო მებრძოლი, რომელთაგან უმრავლესობა ირანელია.

 


უცნობია ვინ იდგა თავდასხმების უკან. მანამდე სირიაზე იერიშები დასავლეთის სახელმწიფოებმა და ისრაელმა განახორციელეს.

 

 

აპრილის პირველ ნახევარში შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს სირიის სამ ობიექტზე, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ვითომცდა ქიმიური იარაღის პროგრამასთან იყო დაკავშირებული.

 


ამასობაში კი ისრაელს ბრალი დასდეს ჰომსის საჰაერო ბაზის დაბომბვაში, რომელიც გავრცელებული ცნობით, ირანული უპილოტო თვითმფრინავის სამეთაურო ცენტრს ემსახურებოდა და შეიცავდა მოწინავე ირანულ საჰაერო თავდაცვის სისტემას.

 


აღნიშნული თავდასხმისას გარდაცვლილ 14 სამხედრო მოსამსახურეს შორის 7 ირანელი იყო.

 


ისრაელმა არაერთხელ დადო აღთქმა იმისა, რომ შეაჩერებს თავის ძველ მტერსა და სირიის უახლოეს მოკავშირეს, ირანს სირიაში თავისი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გაძლიერებისაგან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი