საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას გაუგებარი საქციელი უწოდა, - ამის შესახებ მარგველაშვილიმა გუშინ ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.
სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.