ამბერ რადის დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ახალ მინისტრად საჯიდ ჯავიდი დასახელდა.
ჯავიდი, ავტობუსის პაკისტანელი მძღოლის ვაჟი, რომლის ოჯახიც დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში ჩავიდა საცხოვრებლად, ამჟამად ბინათმშენებლობის, საზოგადოების და ადგილობრივი მთავრობის მინისტრია. მანამდე კი ყოფილი ბანკირი და ბრომსგროუს ოლქის დეპუტატი, ბიზნესისა და კულტურის მინისტრი იყო.
რადი თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ მან პარლამენტარები „თავისი დაუდევრობით შეცდომაში შეიყვანა“ იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც BBC იუწყება, ქალბატონ რადის მინისტრის პოსტიდან წასვლა ვინდრუშის ოჯახების მოპყრობის შესახებ გამჟღავნებულ ინფორმაციას - ოჯახის, რომელიც ომისშემდგომ ბრიტანეთში ლეგალურად დასახლდა, მაგრამ მისი უფლება დარჩენის თაობაზე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დაყენებული - და მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკის „მტრულ გარემოზე“ წინააღმდეგობას მოჰყვა.
ჯავიდის დანიშვნის შესახებ დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში ასევე აღნიშნულია, რომ ბინათმშენებლობის, საზოგადოების და ადგილობრივი მთავრობის მინისტრის პოსტზე ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფილი მინისტრი ჯეიმს ბროკენშირი იქნება დანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.