თბილისის მეტროპოლიტენი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება - პროფკავშირების განცხადებით, 3 მაისს მეტრო არ იმუშავებს
30-04-2018, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილსის მეტროპოლიტენი მემანქანეების გაფიცვის გამო ხუთშაბათს, 3 მაისს არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება მემანქანეთა პროფკავშირების „ერთობა 2013“ -ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ მეტროსადგურ „რუსთაველთან“ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

აპრილის დასაწყისში მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი გაფიცვის მოწყობით და მეტროს პარალიზებით დაიმუქრნენ, თუკი მათი ხელფასები არ მოიმატებდა. ამჟამად მემანქანეთა საათობრივი ანაზღაურება 7 ლარს შეადგენს, ისინი კი ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

 

 

„სამწუხაროდ, მოლაპარაკებებმა შედეგი არ მოგვცა... მერია და ‘თბილისის სატრანსპორტო კომპანია’ აცხადებენ, რომ დღეს არ არსებობს რესურსი. ჩვენ იძულებული ვართ გამოვიყენოთ შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხუთშაბათს გავაჩეროთ მეტროპოლიტენის მუშაობა“, განაცხადა კაპანაძემ ბრიფინგზე.

 

 

„ერთობა 2013“-ის ცნობით, გაფიცვას 240-ამდე მემანქანე შეუერთდება. მეტროპლიტენის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათი ხელფასი 2013 წლის შემდეგ არ მომატებულა.

 

 

სადღეისოდ, მემანქანის საშუალო ხელფასი 1 200 ლარია.

 

 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია".

 

 

მანვე განაცხადა, რომ მეტროს პარალიზება არ მოხდება.

 

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს", განუცხადა მერმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი