საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა.
წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა.

სწავლების სცენარი ბრძანების გაცემას, პირადი შემადგენლობის ბრძოლისწინა აღჭურვას და შემოწმებას, სამოქმედო რაიონში გადაადგილებას, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას, საპატრულო ბაზის დაკავებას, დაშავებულის ევაკუაციას, სოფლის უხუცესებთან შეხვედრა-გასაუბრებას და სწავლების შემდგომ მიმოხილვას მოიცავდა.

სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკურ-ტექნიკური პროცედურების დახვეწა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.
ინფორმაციასა და ფოტომასალას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.