სენაკში, დასავლეთ სარდლობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე საზეიმო ცერემონიით აღნიშნა
30-04-2018, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე სენაკში საზეიმო ცერემონიით აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

 

 

 

 

ღონისძიების მსვლელობისას დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღების და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ქუთაისისა და ფოთის სკოლების მოსწავლეებმა ბრიგადის სპორტულ დარბაზში სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს, რის შემდეგაც მოსწავლეებს შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს კი, სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებთან ერთად ბრიგადის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს.

 

 

 

 

სამხედროებთან ერთად ქართული არმიის დღე სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც იზეიმეს.

 

 

ინფორმაციასა და ფოტომასალას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი