დუშეთის მუნიციპალიტეტმა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის ბუნებრივი კონსერვაციის სააგენტოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები მაღაროსკარის, ბარისახოს, ფასანაურისა და გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ და არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის საკითხი განიხილეს.
ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის მაღალმთიანი რეგიონებისა და მათი თემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკა გეგმავს დუშეთის მუნიციპალიტეტს დაეხმაროს ფინანსურად, 1 მლნ. ევროს ოდენობით. ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს სწორედ აღნიშნული პროექტის ფორმულირება წარმოადგენდა.
ვიზიტის დასასრულს, ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ზურაბ სეხნიაშვილს დუშეთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ესტუმრნენ და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.