ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, 29 აპრილს, კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 1500 კმ2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 270-მდე რაკეტა გაისროლა.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.
„რეგიონში დღის მეორე ნახევარში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო- აღმოსავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა, რასაც დაემატა ადგილობრივად ჩამოყალიბებული შიდამასიური ნალექის მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 29 აპრილის 19:00 საათიდან 23:00 საათმდე ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს რაიონებში სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად ახორციელებს კახეთის რეგიონის თავზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებზე დაკვირვებას", ნათქვამია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.