თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე მოადგილეებთან, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იმ ალტერნატიული გზის შესახებ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გადის, სადაც კომპლექსური მშენებლობაა დაგეგმილი.
„ჩვენ შევხვდით „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა“ და სამუშაოების საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, რაც ხალხს სჭირდება არის თანადგომა, პრობლემების გათავისება. თუ კი არსებობს კითხვები, მას უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი და პრობლემა გადაიჭრას პატიოსნად, კვალიფიციური და პროფესიონალური მიდგომით ისე, როგორც შეეფერება თერჯოლის მოსახლეობას. ხალხთან ახლოს-ხალხის სამსახურში-ამ დევიზით მოვედით ხელისუფლებაში და ასე გავავაგრძელებთ მომავალშიც“, აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ მოსახლეობასთან საუბარში, როგორც ამას თერჯოლის მერიის პრეს-სამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.