კომპანია, რომლის ლობირებაშიც ირმა ნადირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ადანაშაულებს, "ნაციონალური მოძრაობის" დამფინასებელი იყო,- ამის შესახებ კომპანია " სერპანტინის", გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ფეიქრიშვილმა გაზეთ "ალიასთან" საუბრისას განაცხადა.
"ვადასტურებ რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ 100 000 ლარი ჩავურიცხეთ "ნაციონალურ მოძრაობას", – აცხადებს ზურაბ ფეიქრიშვილი. კომპანიის გენერალური დირექტორი აბსურდულს უწოდებს იმ ბრალდებას რომ კომპანიამ მხოლოდ წელს მოიგო ტენდერები.
"მე კომპანიის ხელმძღვანელი ვარ 2008 წლიდან. 2010 წელს გვქონდა 16 მილიონიანი ბრუნვა, 2012 წელს მქონდა 14 700 000 ლარის ბრუნვა, 2013 წელს გვქონდა 14 136 000 ლარის ბრუნვა. ის ბრალდება, რომ გასულ წლებში მხოლოდ 6 – მილიონიანი ბრუნვა გვქონდა, და სინამდვილეს არ შეესაბამება. 6 მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2007 წელს გვქონდა",- აცხადებს ფეიქრიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.