საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ. ამასთან, საბჭოს დატოვებს რამდენიმე ძველი წევრი.
პოლიტსაბჭოში „გადახალისებას“ ადასტურებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც მედიასთან აცხადებს, რომ იქნებიან ახალი სახეები, მაგრამ დარჩებიან ძველებიც. იგი სხვა დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს შემცირების თუ გაზრდის საკითხი სხდომაზე გადაწყდება.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დაემატება მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, კერძოდ კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნული მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„ქართული ოცნება“ ყრილობისთვისაც ემზადება, რომელიც 11 მაისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.